ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დაცხრილეს

უცნობმა პირებმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატ ოლეგ არშბას  საარჩევნო შტაბი დაცხრილეს, - იუწყება არშბას შტაბი და მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებს.

“მოტივი ნათელია -  დაშინება, თუმცა ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამცველი ორგანოები ამ საქმეს ობიექტურად და სწრაფად გამოიძიებენ” - განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა ლეონიდ ლაკერბაიამ.

ცნობისთვის: დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. გუშინ დე ფაქტო ცსკმ-მ ათიდან ერთ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმა. ამგვარად, ამ დროისთვის 9 კანდიდატი რჩება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა