"კურიერი" ეთერში არც 21:00 საათზე გავიდა – არხის გენდირექტორი განცხადებას ხვალ გააკეთებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" დღეს, 21 აგვისტოს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

ახალი ამბები არც ტელეარხის ვებ– გვერდზე ქვეყნდება. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით,  ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებსა და შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ხვალ დღის განმავლობაში გააკეთებს.

ცნობისთვის: 21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო