გვარამიას ახალი ტელეარხის ლოგო და სლოგანი ცნობილია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის – მთავარი არხის ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა. 

ლოგოს ავტორი P.S-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაა.

"მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება" — სწორედ ეს იქნება ახალი მაუწყებლის სლოგანი, რომელზეც "რუსთავი 2"-დან გაშვებული და თავისი ნებით წამოსული ჟურნალისტები დასაქმდებიან. 

ცნობისთვის: გუშინ გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გათავისუფლები იქნებიან. 

მოგვიანებით "რუსთავი 2" „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

დღეს კი “რუსთავი 2” "კურიერის" გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზადაა, ისინი "მთავარ არხზე" დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებასიწყებს.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალიწაუყენა.გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო