ტრამპი სირიაში დაკავებული ტერორისტების გერმანიასა და საფრანგეთში დეპორტაციით დაიმუქრა – „არ ვაპირებთ გუანტანამოს ციხეში მათ რჩენას“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიაში დაკავებული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც წარმოშობით ევროპიდან არიან,  ისინი ევროპამ უნდა დაიბრუნოს. 

„აშშ–მა სირიაში დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით მებრძოლი, რომლებიც წარმოშობით საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან. ევროპამ ისინი უნდა დაიბრუნოს და თუ უარს იტყვის, არ მექნება სხვა არჩევანი, გარდა მათი იმ ქვეყნებში გაგზავნისა, საიდანაც ჩამოვიდნენ. არ ვაპირებთ გუანტანამოს ციხეში მათ რჩენას მომავალი 50 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის: გერმანია და საფრანგეთი ამ დრომდე უარს ამბობენ, ქვეყანაში შეუშვან მათი მოქალაქეები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა