თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა

თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ამ დროისთვის მოძრაობა შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი  ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება უახლოეს წუთებში აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მეტროპოლიტენის მატარებელებს ტექნიკური პრობლემა რამდენჯერმე შეექმნათ.

განახლება:

მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე სრულად განახლდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო