ინგა გრიგოლია – ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე: "ჩლუნგებო, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით"

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამის ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრვას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბრძოლას მოიგებენ". 

“რუსთავი2“-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე:  პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო