დათო ტურაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, ქეთი დევდარიანმა და ნესტან ნენე კვინიკაძემ “რუსთვი 2” დატოვეს

ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რომლებსაც “რუსთვი 2” -ის ეთერში შაბათის შუადღე მიყავდათ, სამსახური დატოვეს.  ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, იმ მედიარეალობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოსთვის სამწუხარო რეალობად იქცა, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში, სადაც, მათივე თქმით, “აღარ იარსებებს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მოქმედი ხელისუფლებისთვის კი მიუღებელი კრიტიკული სიტყვა”.

“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას”, — ნათქვამია განცხადებაში.

წამყვანების განცხადებით, იმ ტელეკომპანიასთან, რომელიც ხელისუფლების ასეთი კურსისა და პოლიტიკის გამტარებელი იქნება, ისინი ვერ გააგრძელებენ თანამშრომლობას.

“ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, — აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გათავისუფლები იქნებიან. 

მოგვიანებით "რუსთავი 2" „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

დღეს კი “რუსთავი 2” "კურიერის" გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზადაა, ისინი "მთავარ არხზე" დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო