"ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ. სანამ ცოცხალი ვარ, "ტვ პირველი" არ გაითიშება"

“ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრვას ეხმიანება.

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”, – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა (ვიდეო)