ცხინვალი ხვალიდან დე ფაქტო საზღვარს კეტავს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 25 აგვისტოდან დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილებას დროებით წყვეტს.

ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელების დახურვა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარების მე-11 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.

როგორც დე ფაქტო უშიშროებაში აცხადებენ, საზეიმო ღონისძიებები 24-დან 26 აგვისტოს ჩათვლითაა დაგეგმილი, შესაბამისად, დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილება 27 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 სთ-დან აღდგება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რაზე შეთანხმდა ოპოზიცია