“როსსელხოზმა” რუსეთისთვის ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალი 7 მლრდ რუბლად შეაფასა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთისთვის ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალი დაახლოებით 7 მლრდ რუბლს შეადგენს, - ამის შესახებ სატყეო მეურნეობის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კლინოვმა განაცხადა. 

ამასთან, მისი თქმით, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

კლინოვის აზრით, ვითარება დასტაბილურდა, ტყის ხანძრებით მოცული საერთო ფართი 1,121 მლნ ჰექტარს შეადგენს, რომელთაგან 1,013 მილიონი ძნელად მისადგომი ტერიტორიაა.

ყველაზე მძიმე ვითარება ნარჩუნდება კრასნოიარსკის მხარეში, სადაც საგანგებო რეჟიმია შემოღებული. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ასევე ირკუტსკის ოლქში, ბურიატიასა და იაკუტიაში.

წელს ციმბირში რუსეთის ისტორიაში ტყის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა. კვამლმა აშშ-სა და კანადას მიაღწია. რუსეთის ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხანძრის კერების ლიკვიდაციაზე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებოდა და ხანძრის ქრობა ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა.

აგვისტოს დასაწყისში მთვლელმა პალატამ ზარალი 2,4 მილიარდ რუბლად შეაფასა. ძირითად მიზეზებად უწყებამ, კერძოდ, რეგიონების არასაკმარისი დაფინანსება, აუცილებელი ტექნიკის არარსებობა და სახანძრო დაცვის დაუკომპლექტებლობა დაასახელა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს