სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა

სკოლის დატოვების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების სურვილი საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა. 

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებენ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. 

“საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.

გარდა ფულადი ჯილდოსა, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი – ამ მიმართულებით ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში ხორციელდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

13 მაისს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო