კვლევა – პუტინის რეიტინგი მცირდება

ლონდონის ქინგსის კოლეჯში არსებული რუსული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მცირდება. კერძოდ, რესპონდენტთა მხოლოდ 49%–ს მოსწონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობა, მაშინ როცა რუსთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ეს მაჩვენებელი  86% იყო.

კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს მისცემდით თუ არა ხმას მოქმედ პრეზიდენტს?“, გამოკითხულთა მხოლოდ მესამედმა – 33,7%–მა გასცა დადებითი პასუხი, მაშინ როცა რუსეთში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დარბევამდე ეს მაჩვენებელი 42%–ს აჭარბებდა იყო.  

კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 38,6% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 34,2% – ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევა 2019 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა რუსეთის 1206 მოქალაქე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელის არაბული პარტიები მხარს ბენი განცს უჭერენ