სასამართლომ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.  მას 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ამასთან, სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით ლაურა ღაჭავას აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ცნობისთვის: ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაურა ღაჭავას 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

იხილეთ ასევე: ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ ტელეარხს არ უკავშირებს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"