ხალვაში: „შევეცდებით, აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო“

"რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სეტემბრიდან ვარაუდობს. 

„ერთი კვირის წინ არხის განვითარების სწრაფი გეგმა მქონდა, დღეს თუ ამას ობიექტურად შევხედავთ, მყარი განვითარების გეგმა მაქვს, მაგრამ ის სწრაფი აღარ არის. ჩვენ ვფიქრობთ ახალ კადრებზეც, ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია. ვფიქრობ, ძველი კადრები შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან ვიქნებით ბედნიერები, თუ არადა ახალს ვიპოვით. მაყურებელი „კურიერს“ იხილავს უახლოეს დღეებში, შევეცდებით რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო“, - განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა (ვიდეო)