რუსლან აბაშიძე რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ რუსთავსა და სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო ჩასახლებებში არსებულ  პრობლემურ საკითხებს  და მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი,  რომელიც  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“-ს და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივი პროექტია. 

ასევე,  რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა  ვაზიანში   სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან  დასაქმებულები. 

დევნილებთან შეხვედრას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო