ლიეტუვის პრეზიდენტი: "ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე"

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას გმობს. 

 „დარწმუნებული იყავით, რომ ლიეტუვა მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, გააქტიურონ ეკონომიკური პროცესები, შეძლონ სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რათა მიაღწიონ მეტ პროგრესს სასამართლო სისტემაში. ამრიგად, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა საზოგადოება დაარწმუნო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელოვანებაში არის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგის ჩვენება. თუ ხალხი დაინახავს, რომ ამ პროცესს მოაქვს გარკვეული სარგებელი, ისინი იქნებიან მოტივირებულები, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესის წინ წამოწევას და სავარაუდოდ, ეს დაეხმარება რუსეთის მხრიდან რისკებისა და ქმედებების შეჩერებასა თუ მათგან თავის დაღწევაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ვნებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ლიეტუვას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გაზარდოს ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან”, - განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  ნაუსედამ  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

მაშინ როცა გორის ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. საქართველოს პრეზიდენტს გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ზურაბიშვილმა არც ლოპოტაზე დასვენება შეწყვიტა და არც თბილისში დაბრუნების შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება  – "როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"