გუგუტიანთკარელი: "პრემიერი ერთ ოჯახში მივიდა და წავიდა. რომ შემხვედროდა ვეტყოდი, ვეტყოდი, თქვენ თქვენთვის ხართ და არა ხალხისთვის"

სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრები ადგილზე პრემიერ–მინისტრის ჩასვლას ითხოვენ.

როგორც "პირველი არხის" ჟურნალისტთან საუბრისას გუგუტიანთკარის მცხოვრებმა იზო ოქროპირიძემგანაცხადა, პრემიერი სოფელში მხოლოდ ერთ ოჯახში იმყოფებოდა და სხვა ადგილობრივების პრობლემები არ მოუსმენია.

"ჯერ ხომ გაჭირვებაა, მერე გვეშინიან, იქიდან რომ გვიქცერიან, ზემოდან. არც არავინ მოსულა და უკითხავს, ჩვენ რა დღეში ვართ, რა მდგომარეობა გვაქვს. პრემიერი იყო მოსული, ერთ ოჯახში მივიდა და წავიდა. არავის უნახავს სხვას. პრემიერი რომ შემხვედროდა, მე ვეტყოდი, რომ თქვენ თქვენთვის ხართ და ხალხისთვის არა", – განაცხადა იზო ოქროპირიძემ.

ცნობისთვის: ადგილობრივების თითქმის სამკვირიანი თხოვნის შემდეგ  მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გუგუტიანთკარში 21 აგვისტოს ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა და იქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა.

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ", – განაცხადა გუგუტიანთკარში ჩასულმა პრემიერმა. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

მაშინ როცა გორის ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. საქართველოს პრეიზიდენტს გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ზურაბიშვილმა არც ლოპოტაზე დასვენება შეწყვიტა და არც თბილისში დაბრუნების შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება  – "როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ადგილზე ინციდენტი მოხდა