"მოვუწოდებ რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულ ხალხს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით"

მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებას ეცოდინება „იმ დინების შესახებ“, რომელიც სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ეწინააღმდეგება.

„არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინება, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ.მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათ  წინააღმდეგ აღძრულ საქმეში "პირნათელნი არიან". 

"შემიძლია, ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენ მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელნი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების, გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ,  ან ნებისმიერი ქმედების", – განაცხადა ხაზარაძემ. 

ამასთან, ხაზარაძემ პროკურატურის მიერ ავთო წერეთლის მიმართ წაყენებული ბრალი "პირდაპირ ზეწოლად" შეაფასა:

„ჩვენი მეგობრის, ავთო წერეთლის, მიმართ წაყენებული ბრალი არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ, არ აქვს არანაირი წილი. იგი ამ კომპანიების არც დირექტორი იყო და არც მეწილე, შესაბამისად, გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით". 

დღეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ