"ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით"

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აგრძელებს ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. 

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მთელი საზოგადოება ბოლო 9+9 წლის განხილვებით და ერთდღიანი შოუებით არის დაკავებული. ეს იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის", - განაცხადა ხაზარაძემ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ