ზელენსკი – G8-ში რუსეთის დაბრუნების შესახებ ტრამპის წინადადებაზე: „ყირიმი ისევ ანექსირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომია“

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი  G8-ში რუსეთის დაბრუნების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც G8-დან რუსეთი გარიცხეს. ყირიმი ისევ ანექსირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: 21 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და კანადამ G8-ში რუსეთის დაბრუნების წინადადება უარყო. 

G8-დან რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი  შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი,  საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო