ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე პასუხისგებაში რულოვსის თანმხლები პირი მისცეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ზუგდიდის მერობის ოპოზიციური კანდიდატის სანდრა რულოვსის თანმხლები პირი,  ადგილობრივი ტელევიზიის „ოდიში“ წამყვანი ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: ინციდენტისას რულოვდი ინტერვიუს ტელეკომპანიას "ოდიში" აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ასევე დაკავებულია გელა კვარაცხელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დღეს პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp