“სისხლიანი ჯაყოს” მეგობრები რუსეთის ხელისუფლებაში

გამოცემა rucriminal.info-ს ხელში ჩაუვარდა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კრიმინალური დაჯგუფების (მის პორტფოლიოში სულ მცირე, 50 მკვლელობაა) ლიდერის – ასლან გაგიევის (მეტსახელად “ჯაყოს”) საქმე. მასალები მოიცავს, მათ შორის, სიას, რომელიც რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მის ახლო კავშირებს ასახავს.

ამ სიაში, სხვებთან ერთად, ფიგურირებენ:

- გერმან შტადლერი (2005-2006 წ.წ. - რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო სამართლებრივი სამმართველოს მთავარი მრჩეველი, 2006-2009 წ.წ. - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი, 2011 წ. ნოემბრიდან – ლენინგრადის მხარის პროკურორი);

- არსენ ფაძაევი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, თავისუფალი სტილით  ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი);

- ალექსანდრე ტოტოონოვი (რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან);

- სერგეი ტაკოევი (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე);

- ძამბოლათ თედეევი (თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მეტსახელი “ჯაბო”) და სხვა გავლენიანი პირები.

მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, თავის დროზე, 1990-იან წლებში  “ჯაყომ” ეკონომიკური ხასიათის დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადა ერთ-ერთი პირის ნაცვლად. რომელიც შემდგომში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და დღემდე იქ რჩება.

«ეს “ვალი” გადაუხდელი არ დარჩენილა და ამ დროისთვის ამ პირთან კავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ მთელ რიგ ჩინოსნებთან გაგიევის კონტაქტების განმტკიცებაში” - ნათქვამია საქმის მასალებში.

ცალკე აღნიშნვის ღირსია საქმის მასალების ის ნაწილი, რომელიც 2010 წელს რუსეთის საბაჟოს საფორმატო-ლოჯისტიკური კონტროლის («ФЛК») სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის – ანდრეი ბურლაკოვის ჩაცხრილვას  შეეხება. იმავე წელს, განმეორებით კი 2018-ში ამ საქმეზე დაიკითხა ენერგეტიკის ექს-მინისტრი იგორ იუსუფოვი, რომელმაც მაშინ მკვლელობის დაკვეთა უარყო, თუმცა საქმის მასალებში ამ დრომდე სავარაუდო დამკვეთად ფიგურირებს, შემსრულებლად კი სწორედ “ჯაყოს” დაჯგუფებაა დასახელებული.

ცნობისთვის: გაგიევი ავსტრიაში დააკავეს.  დიდი ხნის განმავლობაში წყდებოდა მისი ექსტრადირების საკითხი, რომელიც საბოლოოდ 2018 წლის ზაფხულში განხორციელდა.










ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს