საოკუპაციო ხაზთან ღონისძიება – "მე ვარ აფხაზი" გაიმართა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები ხატვასა და დიზაინში.

ღონისძიებას მიწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოქალაქეები, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ასევე ზუგდიდში „ქართული  ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია და სხვა პირები დაესწრნენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp