ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია. 

„2019-2020 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge ).


აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.  


გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსადა ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ:


  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა - 460 ადგილი
  • ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 290 ადგილი
  • საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  • გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  • სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი
  • საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  • გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  • მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი
  • მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  • სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  • მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  • არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა - 110 ადგილი
  • ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
  • მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  • საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 100
  • მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
  • აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  • სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა -130 ადგილი
  • სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  • აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი
  • მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 60 ადგილი
  • მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
  • ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 13 ადგილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო