გელბახიანმა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სარაევოს ფესტივალის პრიზი მიიღო

ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა სარაევოს ფილმის ფესტივალზე კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიიღო. ლევანს მორიგი წარმატება ფილმში “And We danced”  შესრულებულმა როლმა მოუტანა.

And We danced (“და ჩვენ ვიცეკვეთ") წარმოშობით ქართველი, შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის გადაღებული ფილმია, რომელიც ქართველი მოცეკვავე გეი ბიჭების სიყვარულს ეხება. 

ფილმის მსოფლიო პრემიერა მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც  ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო