ლუკაშენკო: "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენი პრინციპული პოზიციაა"

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.

ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. 

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ბელარუსის პრინციპული პოზიციაა", – განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ლუკაშენკომ. 

მისივე თქმით, ბელარუსს მსგავსი პოზიცია აქვს ყველა სხვა ქვეყნის მიმართ. „ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება, ეს დაემართოს და ეს დაუშვებელია“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"