გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღეს არ გამოჩენილან

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში რუს ოკუპანტებს დღეს დილით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი 22 აგვისტომდე გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა