რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯარის მოდერზინებას დააფინანსებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო უწყების ხელმძღვანელ მერაბ ქიშმარიას შეხვდა.

როგორც რუსული მედია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება,”მხარეებმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, კერძოდ, მსჯელობის საგანს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების  დაფინანსების საკითხები წარმოადგენდა”.

“ამ საკითხთან დაკავშირებით გაფორმდა ორმხრივი შეთანხმებაც, რომლის რეალიზება რუსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ დოკუმენტის ფარგლებში განხორციელდება” - ნათქვამია ოფიციალურ  ინფორმაციაში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს