მარატ კულახმეტოვი: “2008 წლის მოვლენებიდან გაკვეთილი გამოტანილია”

2008 წლის ომამდე რუსი ე.წ. სამშვიდობოების ყოფილი მეთაურის, ამჟამად ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩ მარატ კულახმეტოვის განცხადებით, “2008 წლის მოვლენებიდან გაკვეთილი გამოტანილია” და “რუსეთის სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას საიმედოდ უზრუნველყოფს”.

ეს განცხადება კულახმეტოვმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისმე-11 წლისთავთანდაკავშირებით გააკეთა.

ამასთან,მან აღნიშნა, რომ “რუსეთი ნატო-ს ქვეყნებთან და საკუთრივ აშშ-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას განსაკუთრებულილ გულისყურით ეკიდება და,  ბუნებრივია, რეაგირებს”.

“2008 წლის მოვლენებიდან გარკვეული გაკვეთილები გამოტანილია. მთავარია, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობაა, ადამიანებს სროლის ხმა აღარ ესმით, საღამოობით ქუჩაში ბევრი ადამიანია, ბავშვები მშვიდად თამაშობენ. ეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი [მოსკოვისა და ცხინვალის – რედ.] ერთობლივი მუშაობის შედეგია. რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო რუსეთის უშიშროების ფედრალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს საიმედოდ აკონტროლებს. ჩვენი თანამშრომლობის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების კონტროლს ქვეშაა“, - განაცხადა კულახმეტოვმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო