ერდოღანმა პუტინი სირიასთან დაკავშირებით გააფრთხილა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი სირიასთან დაკავშირებით გააფრთხილა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახური ავრცელებს. 

„დღეს თურქეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. პრეზიდენტმმა აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის ქმედებები თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის ინფორმაციაში. 

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ თურქეთმა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. 

დღეს სირიის სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იდლიბისა და ჰამას პროვინციაში რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს. შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმს რუსეთი და ირანი უჭერენ მხარს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო