უკრაინაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანიც გადადგა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი თანამდებობიდან გადადგა.

«უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის განგრძობადი სამხედრო აგრესიის გათვალისწიებით, მზად ვარ, უშუალოდ სამხედრო სამსახურში, ნებისმიერ ქვედანაყოფში ან ნაწილში მომავალშიც გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის დაცვა», — წერს ტურჩინოვი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელზე მომზადებულ განცხადებაში, რომელიც მისმა უწყებამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ცნობისთვის: დღესვე, რამდენიმე საათით ადრე თანამდებობა დატოვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა