გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. 

ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

ახლობლების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა. თავდასხმას ის რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა. ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, რაზედაც უარი ეთქვა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა. მისი დაჭრის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები