ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბერლინის პროკურატურის განცხადებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკევს.  საგამოძიებო უწყების ცნობით, ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც, რომელიც მაყუჩით არის აღჭურვილი. ამჟამად რუსეთის მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებული 49 წლის მამაკაცია, ხოლო გერმანიის მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი ეროვნებით ჩეჩენია, უწყება არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როგორც გერმანული მედია იუწყება, ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.  ამასთან, „შპიგელის“ ინფორმაციით, NATO-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს. 

„ბერლინერ კურიერი“ კი ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს საქართველოში,  ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. "აქცენტის" ინფორმაციით, მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი ველოსიპედით მოძრაობდა. თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, რომ მკვლელმა ახალგაზრდა კაცს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ ესროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", ხანგოშვილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ეჭვებს ის გარემოებაც ამძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ესმასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება