სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთს ეწვევა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, 26 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობის – MEDEF International კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე შეხვდება ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს პოლონეთში ჩავა. პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ასევე შეხვდება პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ღონისძიებაზე მიწვეულ უმაღლეს თანამდებობის პირებს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ნატო-ს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩადის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს