გერმანიის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას, რა გზით მოხვდნენ გერმანელი პარლამენტარები აფხაზეთში

საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, უწყება არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, დაარღვიეს თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასულმა გერმანელმა დეპუტატებმა საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.

„გერმანიის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა გზებით მოხვდნენ გერმანელი პარლამენტარები აფხაზეთში. თუ ბატონი ლინდემანი და ბატონი კოიტერი გაემგზავრნენ აფხაზეთში, მათ ეს საკუთარი კერძო ინიციატივით გააკეთეს და ამისათვის მათ არ მიუღიათ გერმანიის მთავრობის არანაირი ოფიციალური დავალება. გერმანია არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. „არჩევნებს“ და არ აგზავნის იქ დამკვირვებლებს. გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააკეთებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ გერმანიის საელჩოში.

ცნობისთვის: 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო არჩევნებზე ბუნდესტაგის ერთი დეპუტატი და ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს სამი წევრი დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილები.

თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანდინიდის განცხადებით, დე ფაქტო არჩევნებზე  ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატი  "კერძო სტატუსით" იმყოფებოდა.  

იხილეთ ასევე: რას ამბობს გერმანიის საელჩო აფხაზურ "არჩევნებზე" გერმანელი დამკვირვებლების შესახებ



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ