გერმანიის პროკურატურამ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა

გერმანიის პროკურატურამ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა.

"პროკურატურამ დღეს გასცა თანხმობა ცხედრის გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში დაიწყებს ინტენსიურ მუშაობას. დამატებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არის აბსოლუტურად გერმანელი სამართალდამცავების პრეროგატივა და იმედია, უფრო მეტი დეტალი გვექნება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. "აქცენტის" ინფორმაციით, მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი ველოსიპედით მოძრაობდა. თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, რომ მკვლელმა ახალგაზრდა კაცს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ ესროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", ხანგოშვილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ეჭვებს ის გარემოებაც ამძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ესმასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში


იხილეთ ასევე: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება