მოსკოვი: „სოხუმთან ურთიერთობებს განვავითარებთ განურჩევლად იმისა, ვინ გახდება აფხაზეთის პრეზიდენტი“

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობებს განავითარებს განურჩევლად იმისა, ვინ გაიმარჯვებს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.

„ჩვენ აფხაზეთი ჯერ კიდევ 2008 წელს ვაღიარეთ და ის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან აფხაზეთს მეგობარ სახელმწიფოს მივიჩნევთ და ყველაფერს გავაკეთებთ მასთან ურთიერთობების განსავითარებლად განურჩევლად იმისა, ვინ გაიმარჯვებს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში„ განაცხადა ჯაბაროვმა.

ამასთან, მისივე აზრით, ის, რომ დაიგეგმა მეორე ტური, ადვილად იყო პროგნოზირებადი:

„მეტისმეტად ბევრი კანდიდატია და ყველა მათგანი აფხაზეთში საკმაოდ ცნობილი ადამიანია. ამდენად, ის, რომ მეორე ტური გაიმართებოდა, იმთავითვე ცხადი იყო“. 

ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა დე ფაქტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიციანია მიიღებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 22 ნოემბერს