„ერთი ქვეყნის მიწვევით G7-ში დაბრუნება წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ ამ ფორმატში დაბრუნების მიზანი საერთოდ არ გვაქვს“

კრემლის განცხადებით, წარმოუდგენელია, G7-ში რუსეთის დაბრუნება მხოლოდ ერთი ქვეყნის მიწვევით მოხდეს.

„ერთი ქვეყნის მიწვევით G7-ში დაბრუნება წარმოუდგენელია. ზოგადად რუსეთს G7–ის წევრობისა და ამ ფორმატში დაბრუნების მიზანი საერთოდ არ აქვს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: 21 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და კანადამ G8-ში რუსეთის დაბრუნების წინადადება უარყო. 

G8-დან რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი  შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი,  საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს