ხაჯიმბა: „საქართველო ამ სიტუაციაში არ მაინტერესებს“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ამ სიტუაციაში საქართველო არ აინტერესებს“. 

დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ხაჯიმბა რიგი ქვეყნების ერთობლივ პოზიციასაც გამოეხმაურა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის თაობაზე და აღნიშნა, რომ:

„მთავარი ისაა, რომ ამ არჩევნებს თავად აფხაზები აღიარებენ და ისინიც, ვინც ამ არჩევნებს აკვირდებოდა, ადასტურებენ, რომ განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა".

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები დაგმო:

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"