„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

"ჩვენ კარგა ხანია ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის, რუსთავი 2-ის, როგორც საინფრომაციო, ასევე, პროდაქშენის ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმშრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა", — განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, მან "რუსთავი 2"-ში დარჩენილ თანამშრომლებს უკვე წარუდგინა იმნაიშვილი. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

"ეს არის პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო. ეს არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას", — განაცხადა მან.

ირაკლი იმნაიშვილი რამდენიმე წელია ტელეკომპანია BBC-ში მოღვაწეობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს