ადმინისტრაციულ შენობაში მამაკაცი შეიჭრა, ფანჯრები ჩაამსხვრია და ნივთები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა, ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობაში განთავსებული ნივთები დააზიანა.

"შუახნის მამაკაცმა შენობის ფანჯრის მინა ჯერ გარედან ჩაამსხვრია, შენობაში ფანჯრიდან შევიდა, დანარჩენი მინები უკვე შიგნიდან ჩაამტვრია და სხვა ნივთებიც დააზიანა. უცნობია, იყო თუ არა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ჩემი ინფორმაციით, მამაკაცი საპატრულო პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ხელები ჰქონდა დაზიანებული”, – განაცხადა, პირველი არხის ცნობით, ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ ვასილ ღლონტმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp