მაკრონი: „ლიდერებმა 2020 წლისთვის ნიუ-იორკში G7–ის სამიტზე რუსეთის მიწვევის თაობაზე კონსესუსს ვერ მიაღწიეს“

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2020 წელს 2020 წელს ნიუ-იორკში G7–ის სამიტზე რუსეთს არ მიიწვევენ. 

„ფორმატის ლიდერებმა 2020 წელისთვის ნიუ-იორკში G7–ის სამიტზე რუსეთის მიწვევის თაობაზე კონსესუსს ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის: G7–ის სამიტი წელს საფრანგეთში გაიმართა. 21 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და კანადამ G7-ში რუსეთის დაბრუნების წინადადება უარყო. 

G8-დან რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი  შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი,  საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?