ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ბინის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ინციდნეტი ქალქ უესკაში მოხდა. პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის დროს, დაკავებულს აღმოაჩნდა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა.

​გამოძიების ცნობით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინის გაქურდვისთვის ბარსელონაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება