პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000–ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე. სხდომის 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და მოითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს. 

ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება