ვასო ფხაკაძემ და თამუნა ლეკვეიშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს

"კომედი შოუს" მსახიობებმა ვასო ფხაკაძემ და თამუნა ლეკვეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვეს. ამის შესახებ ლეკვეიშვილი და ფხაკაძე სოციალური ქსელში წერენ.

როგორც ორივე მათგანი აღნიშნავს, ისინი ტელეკომპანიის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას "მთავარ არხზე" გადაინაცვლებენ.

"16 წელი ვიმუშავე ამ არხზე, ბევრი კარგი რამ მახსენდება. მადლობა ერთგულ მაყურებელს, მიყვარხართ. სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს“, - წერს ვასო ფხაკაძე.

"14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა"- წერს ლეკვეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეარხი იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა  დატოვა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო