აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნას გამართავენ

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართება, - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ითერნითი-2019“ (Eternity-2019) 2 სექტემბერს დაიწყება და  6 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და გაიმართება როგორც აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების საომარი თამაშების ცენტრში, ისე საველე პირობებში. წვრთნის დროს, სამი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ