სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს სერგეი მაგნიტსკის ოჯახისთვის 34 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს სერგეი მაგნიტსკის ოჯახისთვის 34 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მთავრობამ არ უზრუნველყო მაგნიტსკის სიცოცხლის უფლება და არ ჩაატარა მისი გარდაცვალების საქმის სამართლიანი გამოძიება“.

სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში გარდაიცვალა. 

პირველი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში თავად მაგნიტსკიმ შეიტანა. მისი გარდაცვალების შემდეგ სასამართლო დავა მაგნიტსკის მეუღლემ და დედამ გააგრძელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის მთავრობამ მაგნიტსკის სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწია და შესაბამისად, სწორედ რუსეთის ხელისუფლებაა მის სიკვდილზე პასუხისმგებელი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა