მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს: "ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს"

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. 

„ჩვენ თიბისი ბანკში“ მინორიტარული აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ - ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები. რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება, ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. ხშირად მისვამენ შეკითხვას - მამუკა ვერ "დაალაგეთ"? ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ