"ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხარაზაძის განცხადებით, მის  მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან.

"ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ და დიალოგი ნორმალურ და კორექტულ გზად მიგვაჩნია. ჩვენ ვაკეთებთ გუნდს და ამ გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან, ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციებიდან იღებდა მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში, იმათ ყველას ველოდებით",— განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მოძრაობა, რომლის დაფუძნებასაც ბიზნესმენი აპირებს, საკმაოდ მოთხოვნადია:

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთებიან". 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს