დიღმელაშვილი ხაზარაძეს და ივანიშვილს დებატების პარლამენტის წინ გამართვას სთავაზობს

აქცია "სირხცვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი და იმავე სახელწოდების გადაცემის წამყვანი შოთა დიღმელაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, პარლამენტის წინ გაიმართონ დებატები.

"მივესალმებით მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების ფორმატის შეთავაზებას და მზადყოფნას ვაცხადებთ, დებატები წარიმართოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პარლამენტის წინ, გადაცემაში #სირცხვილია, 20 საათსა და 20 წუთზე," - წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს: "ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს"


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო